შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
დღეს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა სამი თვის წინ დატოვა, დაჭრილია. ის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის დედის სახლში მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა წერილი, რომელიც სამედიცინო პერსონალმა მის ტანსაცმელში იპოვა. „იმედის“ თანახმად, რიჟვაძის წერილში წერია:
„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე იარაღი. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას და ბარიგების მფარველობას ), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე – დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა, შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.
დათა, კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა, მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონი ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.
ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები – ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დილით გავრცელებულ განცხადებაში წერილთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი. პროპაგანდისტულ მედიას მისი ფოტო არ გაუვრცელებია.
55 წლის ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისში დანიშნეს.
