„საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპია, რომ სხვის შიდა საქმეებში არ ჩაერიო. დღეს რუსეთს რას ედავება მსოფლიო? ედავება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპატივცემულობას, რომ არ შეიძლება წესები დაარღვიოს ერთმა ქვეყანამ სხვის მიმართ. როგორ შეიძლება, შეედავო და რა მორალური უპირატესობა გაქვს, რომ შეედავო რუსეთს თუნდაც წესების დარღვევაში, როცა შენ თვითონ არღვევ ამ წესებს და ერევი სხვა ქვეყნის არჩევნებში“, - პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი დასავლეთს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
სამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვით, მთავრობის მოქმედებების შედეგად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.
„უცხოელი აქტორების განცხადების ტონალობა, ნერვიულობის ტონი შიგნით და რაც უფრო დამტვრეული ხდება ხოლმე ქართული ზოგიერთი უცხოელი აქტორის, მით უფრო გასაგები ხდება, რა სავალალო მდგომარეობაშია ოპოზიცია. სინამდვილეში ჩვენ ხომ ვაკვირდებით არჩევნებს, რომელიც არის უპრეცედენტო საგარეო ჩარევით, რომელიც წესით, მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს.
სულ რამდენიმე დღის წინ იყო არჩევნები მოლდოვაში და ვნახეთ უცხო ქვეყნების შეფასებები იმასთან დაკავშირევბით, რომ მოლდოვაში შეიმჩნეოდა ჩარევა - იგულისხმებოდა რუსეთი. ის, რასაც ედავებიან რუსეთს მოლდოვაში, ასეთივე საქციელს ჩვენ რომ ვხედავთ ევროპელებისგან დაზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან საქართველოში, რა არის ეს თუ არა ფარისევლობა. ეს ფარისევლობა არის ყველაზე სამწუხარო, რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით“, - თქვა პაპუაშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს მოქალაქეების მიმართ პაველ ჰერჩინსკის მოწოდებაზე, წავიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მათი და მათი შვილების მომავლისთვის. „სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი!“ - დიპლომატმა პოეტ ბესიკ ხარანაულის ეს სტრიქონები მოიშველია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ისურვებდა, რომ ევროკავშირის ელჩი „მეტად იყოს დაკავებული იმით, რომ დააკვირდეს ევროკავშირის ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ ერევიან პოლიტიკაში“.
„ჩვენ ვნახეთ 20 ოპქტომბრის შეკრება, რომელიც იყო ჩვეულებრივი წინასაარჩევნო, სააგიტაციო შეკრება, რომელიც ორგანიზაებული იყო რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო ორგანიაციების მიერ, დიდი ალბათობით უცხოური ფულით. რა აროს ეს თუ არა ჩარევა, მათ შორის საარჩევნო კამპანიის დაფინანსება უცხოური ფულით. იმის ნაცვლად, რომ ევროკავბშირის ელჩისგან ვხედავდეთ ამ საკითხით დაინტერესებას, ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, ის, როგორც ჩანს, გართულია ქართული პოეზიით და პოეზიას ციტირებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
