რუმინეთი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო და სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესშია. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
„რუმინეთი საქართველოსთვის დიპლომატიურ პასპორტებს აღარ გასცემს და ეს ორმხრივი გადაწყვეტილებაა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენს ქვეყანაშიც გვაქვს გამოცდილება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეები წახალისებულნი იქნენ, დარწმუნდნენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირის გზას, რომ ისინი მხარს უჭერენ თავიანთი დემოკრატიების მდგრადობას.
ამ შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ პროპორციულ ზომებს და ისეთ ზომებს, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია, რადგან, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ გვჯერა ევროკავშირში საქართველოს გზისაც“, - განაცხადა ცოიუმ.
დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია საქართველოში არსებული სიტუაცია და „ქართული ოცნების“ მზარდ რეპრესიებზე საპასუხო ზომები.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის, პერსონალური სანქციები და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. კალასის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გაუგზავნიან წერილს „გარკვეული პირობებით“. თუ ეს პირობები დათქმულ ვადაში არ შესრულდება, მაშინ ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერება მოუწევს.
