რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ღრმა იმედგაცრუება გამოხატა ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოჩენის გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა 17 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის ხუთ ქვეყანას - უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს - მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა საბჭოზე „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის“ დაფიქსირებისა და სანქციების წინააღმდეგ წასვლისთვის.
„ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის არჩევანის გამო. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე მთავრობის გადაწყვეტილებისა და საქართველოს კანონიერი პროტესტის ძალადობრივი რეპრესიების შესახებ“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.
16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელა და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდა. ევროკომისია ამ წინადადებას წელსვე წარადგენს.
საბჭომ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაც განიხილა, თუმცა, როგორც კაია კალასმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ თქვა, რომ სლოვაკ ოფიციალურ პარტნიორთან ერთად, ვეტო დაადო საქართველოს პოლიციის ზოგიერთი მაღალჩინოსნის დასანქცირებას.
