საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, რუსეთის მხარეს უახლოეს დღეებში სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
შს მინისტრ ანდრეი სერგეევის მონაწილეობით ზემო ლარსთან გუშინ თათბირი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს მიმართულებით მსუბუქი ტრანსპორტის ნაკადი „სერიოზულად იზრდება“.
„მიუხედავად მიღებული ზომებისა, ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება, რაც მოითხოვს დამატებითი ზომების მიღებას მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილში. ამ მიზნით და აგრეთვე, კანონსაწინააღმდეგო ქცევისა და კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის რისკების შესამცირებლად, გადაწყდა, რომ მოქალაქეებისთვის ნებადართული იქნება საზღვრის ქვეითად გადაკვეთა. ასევე, დაგეგმილია სხვა ღონისძიებები კანონიერებისა და საგზაო უსაფრთოხების მიმართულებით. გარდა ამისა, საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, უახლოეს მომავალში, განლაგდება სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი“, - განაცხადეს შს სამინისტროში.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან გამოცხადდა. ოფიციალური განცხადების თანახმად, უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის დაგეგმილია 300 ათასზე მეტი რეზერვისტის მობილიზება.
22 სექტემბრიდან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ავტომობილების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას. რუსეთის მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცები მობილიზაციისგან თავის ასარიდებლად მასობრივად ტოვებენ ქვეყანას.
ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის, ირბეკ ტომაევის ინფორმაციით, ბოლო კვირაში საზღვარი ორივე მიმართულებით 37 ათასმა ერთეულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, საზღვარზე არსებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ „არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის“.
26 სექტემბერს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორი და სამხედროები განალაგა - რეზერვისტების მიერ საზღვრის გარღვევის შესაძლო მცდელობის აღკვეთის მიზნით.
