ორშაბათს, დილით, რუსეთმა მასიური სარაკეტო დარტყმები განახორციელა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, რის შედეგადაც სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა. კიევის შევჩენკოვსკის რაიონში ჭურვები მოხვდა ქვეყნის ყველაზე დიდ ბავშვთა საავადმყოფოს. როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, თავდასხმას საავადმყოფოში ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ექიმიც არის. 16 დაშავებულიდან 7 ბავშვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ოხმატდიტი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა საავადმყოფოა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც, რომელმაც ათასობით ბავშვი გადაარჩინა და გამოაჯანმრთელა.
„ჰოსპიტალი დაზიანდა რუსეთის დარტყმის შედეგად, ხალხი ნანგრევების ქვეშაა, დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ნანგრევებისგან გაწმენდაში მონაწილეობს ყველა, ექმიმები, ჩვეულებრივი ხალხი.
შეუძლებელია რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავენ მისი რაკეტები. მან სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე - ხალხის, ბავშვების, ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამაზე მსოფლიო ჩუმად არ იყოს და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს და რას აკეთებს რუსეთი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ ვიქტორ ლიაშკოს ინფორმაციით, დაზიანდა შენობის ის ნაწილი, სადაც ბავშვებს დიალიზის პროცედურა უტარდებოდათ. დაბმბვის დროს საავადმყოფოში ოპერაციები მიმდინარეობდა.
„ოპერაციულ და რეანიმაციულ განყოფილებებში ყველას გადარჩენა მოვახერხეთ“, - თქვა ლიაშკომ.
უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანან ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები, მათ გადასხმის აპარატები ქუჩაში უდგათ.

კიევის შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
სარაკეტო თავდასხმების შედეგად უკრაინის დედაქალაქში სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქში - 11. დაშავდა 112 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დარტყმები უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ბაზებზე განახორციელეს, რითაც უპასუხეს უკრაინის მცდელობას, „ზიანი მიაყენოს რუსეთის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ობიექტებს“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია „აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს“.
