რუსეთის მიერ ოკუპირებული, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქეს, 60 წლის ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 6 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადების მიხედვით, ნადიმ ხმალაძე 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში ჩავიდა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც სასწავლო ცენტრებში საცეცხლე მომზადებისა და ნაღმების აფეთქების კურსები გაიარა.
„ამის შემდეგ, სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში, მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციებში ქალაქ ირპენის, გოსტომელის, ბუჩას ტერიტორიაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების, ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ. როგორც დაქირავებულმა, მან მიიღო ჯილდო 745 ათასი რუბლის ოდენობით“, - ნათქვამია რუსეთის გენპროკურატურის განცხადებაში.
მხოლოდ მარტის თვეში რუსეთში განაჩენი გამოუტანეს და პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს არაერთ მოქალაქეს, მათ შორის:
- 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, სათადარიგის ოფიცერ მიხეილ ქამხაძეს. რუსეთის გენპროკურატურის თანახმად, 2017-2024 წლებში, 58 წლის ქამხაძე უკრაინის მხარეს „ქართული ლეგიონის“, „სოხუმის რაზმისა“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადის ბატალიონის „კარპატსკა სიჩის“ რიგებში იბრძოდა;
- 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 36 წლის გიორგი კესარელს. მას კურსკის ოლქში ტერორისტული აქტის ჩადენას ედავებიან;
- საქართველოს 32 წლის მოქალაქეს, ლაშა ჭიღლაძეს, რომელიც რუსეთს „ტერორისტთა სიაშიც“ ჰყავს შეყვანილი, სამხედრო სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა კურსკის ოლქში „შეიარაღებული თავდასხმებისთვის“;
- კურსკის ოლქში ტერორისტული აქტის ჩადენის ბრალდებით გაასამართლეს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მიხეილ ბატურინს;
- სამხედრო სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ლადო გამსახურდიას. გამოძიების თანახმად, გამსახურდია, რომელიც „კავკასიური ლეგიონის“ ხელმძღვანელია, 2024 წლის აგვისტო-სექტემბერში კურსკის რაიონში შეიჭრა და შეიარაღებული თავდასხმები განახორციელა.
