ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი მავნე მწერის აღმოჩენის საბაბით აკრძალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
ბგანბას თქმით, აფხაზეთის სანიტარული სამსახურები ციტრუებში მავნე მწერის არსებობას უარყოფენ.
„როგორც წესი, ამ მწერს რუსული მხარე აფხაზეთში ვადამდელი არჩევნების წინა პერიოდში პოულობს. სამწუხაროდ, ეს ზომა გავლენას მოახდენს მოსახლეობის ღარიბ ფენაზე, რომელიც მოსავლის წყალობით ცხოვრობს“, - განაცხადა ე.წ. პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მდინარე ფსოუს გასწვრივ, ე.წ. საზღვარის აფხაზურ მხარეს მანდარინებით დატვირთული ტრაილერების რიგია. აფხაზეთიდან რუსეთში 37 ათას ტონაზე მეტი მანდარინის გატანა იგეგმებოდა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ნოემბრიდან რუსეთმა აფხაზეთის ფინანსური დახმარება სრულად შეაჩერა, რის გამოც დე ფაქტო რესპუბლიკა წლის ბოლომდე 1.8 მილარდ რუბლს ვეღარ მიიღებს.
ნოემბერში, რუსეთთან გაფორმებული „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირების წინააღმდეგ სოხუმში დაწყებული საპროტესტო აქციები დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომითა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით დასრულდა. ე.წ. ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათი პროტესტი ანტირუსული ხასიათის არ იყო და რუსეთს ისინიც სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავენ.
