რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალიას ლაბახუამ დაადასტურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
ლაბახუას თქმით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა გაიზარდა, რაც რიგ ფაქტორებთან, მათ შორის, მიწოდების მოცულობის ზრდასთან არის დაკავშირებული.
„ცოტა ხნის წინ ჩვენთან ჩამოვიდა მატარებელი 62 კონტეინერით. ეს იყო ტვირთის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. ეს პირველი მერცხალი არ არის, იყო სხვა ტრანზიტებიც, თუმცა მცირე პარტიებით. უკან მატარებელი რუსეთის ფედერაციისთვის სხვა ტვირთით წავა.
აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთ ტერიტორიაზე ტვირთის შეუფერხებელი ტრანზიტი. საბაჟო გადასახადი მაღალი არ არის, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი პროცედურების ფაქტი ბევრზე მეტყველებს: დღეს ერთი მიწოდება, ხვალ - სხვა და ასე, როგორც იტყვიან, „კაპიკ კაპიკ“ შეგროვდება ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი“, - განაცხადა ლაბახუამ.
30 მარტს „აფხაზეთის რკინიგზამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 23 მარტს რკინიგზის სადგურ „სოხუმში“ საკონტეინერო მატარებელი შევიდა, რაც „აფხაზეთის რკინიგზის ისტორიაში პირველად მოხდა“. 62-კონტეინერიან მატარებელში 2700 ტონა ტვირთი იყო.
„სახელმწიფოს მეთაურმა ასლან ბჟანიამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა. პირველი მატარებლის გამოსვლამდე, ის უშუალოდ დაუკავშირდა ღია სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზის“ გენდირექტორ ოლეგ ბელოზეროვს და გვეხმარებოდა ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადაწყვეტაში“, - ამბობდა „აფხაზეთის რკინიგზის“ წარმომადგენელი ოქტაი ხაზირიში.
„აფხაზეთის რკინიგზის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, სატრანზიტო გადაზიდვა საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია SMARTLOG-ის საკონტეინერო მატარებელმა განახორციელა. კომპანია შემდეგ მარშრუტებზე მუშაობს: ჩინეთი - ყაზახეთი/თურქეთი - ჩინეთი; რუსეთი - ცენტრალური აზია - რუსეთი; ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი; ჩრდილოეთი - სამხრეთი; ჩინეთი - ევროპა - ჩინეთი; ჩინეთი - უზბეკეთი - ჩინეთი.
საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული აფხაზეთის გავლით ტვირთის გადატანაზე კომენტარი არ გაუკეთებია.