რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა საქართველოს მოქალაქე გიორგი ფარცვანია, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის. 2024 წლის აგვისტოში ფარცვანია ხელმძღვანელობდა კურსკის ტერიტორიაზე გადასულ ერთ-ერთ სადესანტო ჯგუფს, ის დაჯილდოებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდოთი - „ოქროს ჯვრით“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
მოსკოვის პროკურატურის ცნობით, 2014-დან 2017 წლამდე პერიოდში გიორგი ფარცვანია უკრაინაში ჩავიდა და „შეუერთდა პარამილიტარულ დანაყოფს, რომლის მიზანიც იყო დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლა“. გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 35 წლის ფარცვანია 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის სექტემბრამდე, უკრაინის ტერიტორიაზე მონაწილეობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში.
„2024 წლის აგვისტოში, ფარცვანიამ და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა უკანონოდ გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი, შევიდნენ ბელგოროდის რეგიონში და თავდასხმა განახორციელეს სოფელ პოროზზე, რასაც თან ახლდა სახლებში უკანონო შესვლა, ასევე ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაჭერა და დაკავება“, - აცხადებს რუსული მხარე.
გიორგი ფარცვანიას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. სისხლის სამართლის საქმე განსახილველად დასავლეთ ოლქის მეორე სამხედრო სასამართლოს გადაეგზავნება.
რუსეთი გიორგი ფარცვანიას 6 დანაშაულის ჩადენას აბრალებს – შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მეომრის მონაწილეობას, ტერაქტს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო გადაზიდვა-ტარება-შენახვას, ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ტარებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის კონტრაბანდას.
