რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სავარაუდოდ, ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური ფორმირების „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) სამხედროები ან მასთან დაკავშირებული პირები ჩაიყვანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ყირიმსა და ხერსონში ირანელი ინსტრუქტორები იმყოფებიან. წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, ისინი რუსებს ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების - „შაჰიდ 136“-ების გამოყენებას ასწავლიან და უშუალოდ აკონტროლებენ უკრაინის სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით „კამიკაძე დრონების“ გაშვებას, მათ შორის, მიკოლაივსა და ოდესაზე დარტყმებს.
„ირანული დრონების მთავარი ოპერატორი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსია“. შესაბამისად, ეს ირანელი ინსტრუქტორები სავარაუდოდ მისი წარმომადგენლები ან მასთან დაკავშირებული პირები არიან“, - ვკითხულობთ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშში.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში „შაჰიდ 136“-ებს აქტიურად იყენებს. „როგორც ვხედავთ, ირანი აგრესორს არა მხოლოდ ტექნიკით, არამედ ხალხითაც ეხმარება“, - აცხადებს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, მხოლოდ 12 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, 17 „შაჰიდი“ ჩამოაგდეს. წუხელ ოთხი ე.წ. კამიკაძე დრონი გაანეიტრალეს ოდესის ოლქის თავზე, ორი კი მიკოლაევში. რუსეთმა, საკრუიზო რაკეტებთან ერთად, ირანული „შაჰიდები“ გამოიყენა 10 ოქტომბერს, კიევსა და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო დარტყმების დროსაც.
