რუსეთში კრემლის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსსა და პუბლიცისტს, ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში, „არასასურველ“ არასამთავრობო ორგანიზაციასთან (Free Russia Foundation) თანამშრომლობასა და სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
კარა-მურზა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო ისჯება. სასამართლოს წინაშე ბოლო სიტყვის წარმოთქმისას პოლიტიკოსმა თქვა, რომ გამართლებას არ ითხოვდა, რადგან საკუთარი განაჩენი ერთი წლის წინ იცოდა:
„მე ვიცი ჩემი განაჩენი. ვიცოდი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც სარკეში ჩემს მანქანას ადევნებული შავფორმიანი და შავნიღბიანი ადამიანები დავინახე.
დღეს რუსეთში ასეთია არ გაჩუმების ფასი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ჩვენს ქვეყანაში ჩამოწოლილი წყვდიადი გაიფანტება, როდესაც შავს დაუძახებენ შავს, თეთრს კი თეთრს, როდესაც ოფიციალურ დონეზე იტყვიან, რომ ორჯერ ორი ოთხია, როდესაც ომს ომს უწოდებენ, ხოლო უზურპატორს - უზურპატორს, როდესაც დამნაშავეებად ცნობენ მათ, ვინც ეს ომი გააჩაღა და არა მათ, ვინც მის შეჩერებას ცდილობდა. ამ დღის დადგმომა ისევე გარდაუვალია, როგორც გაზაფხულის მოსვლა ყველაზე ცივი ზამთრის შემდეგაც კი. და მაშინ, ჩვენი საზოგადოება თვალს გაახელს და შეძრწუნდება იმით, რა საშინელი დანაშაულებები ჩაიდინეს მათი სახელით“.
41 წლის ვლადიმირ კარა-მურზა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ერთი წლის დააკავეს. უფრო სერიოზული ბრალდებები მას პატიმრობის დროს წაუყენეს. სახელმწიფო ღალატის ბრალდების ნაწილში სასამართლო სხდომები დახურული იყო. კარა-მურზას ადვოკატმა BBC-ის რუსულ სამსახურთან განაცხადა, რომ სხდომებზე საიდუმლო დოკუმენტები არ განხილულა და ამას აზრიც არ ჰქოდა, რადგან კარა-მურზას არანაირი სახელმწიფო საიდუმლო არ გაუცია. საქმე ეფუძნებოდა ბრალდებულის მიერ საზღვარგარეთ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის, აშშ-ში გამოსვლას, როდესაც მან თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულებებს სჩადის დასახლებული ადგილების, სამშობიაროებისა და სკოლების დაბომბვით. გარდა ამისა, კარა-მურზა რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკური ოპოზიციის დევნაში ადანაშაულებდა. გამოძიების მტკიცებით, ის რუსეთში აკრძლული და აშშ-ში ბაზირებული ორგანიზაციის, უცხოეთის აგენტად გამოცხადებული მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული ფონდ თავისუფალი რუსეთის სახელით გამოდიოდა. გამოძიების მტკიცებით, ამით მან საფრთხე შეუქმნა რუსეთის საგარეო უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ვლადიმირ კარა-მურზა სახელმწიფო რეესტრში სახელწოდებით „პირები, რომლებიც უცხოეთის აგენტის როლს ასრულებენ“ 2022 წლის აპრილში, დაკავების შემდეგ შეიყვანეს. ადვოკატებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.