პროსამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ავალიანის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„2025 წლის 10 წოემბრიდან კატარის სანელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ვარლამ ავალიანის კანდიდატურა“, – ნათქვამია კობახიძის განკარგულებაში.
ვაკო ავალიანი „რუსთავი 2“-ის და „პრაიმთაიმის“ ჰოლდინგის დირექტორად 2021 წლიდან მუშაობდა და თანამდებობა მიმდინარე წლის ივნისში დატოვა. მანამდე ის ტელეკომპანია „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორი იყო.
ყოფილი ჟურნალისტი და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ სპიკერი, ვარლამ ავალიანი 2012-2014 წლებში საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მრჩევლის პოზიციას იკავებდა, 2014 წლიდან კი მინისტრის მოადგილე იყო. ის ამ თანამდებობიდან 2014 წლის ნოემბერში, ალასანიასთან ერთად გათავისუფლდა. ავალიანი, თავდაცვის მინისტრის სხვა მოადგილეებთან ერთად, თავდებში უდგებოდა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დაკავებულ სამინისტროს ხუთ თანამშრომელს.
2016 წელს ვარლამ ავალიანმა საკონსულტაციო კომპანია „ეი ბი სოლუშენი“ დააფუძნა, იყო საპროდიუსერო კომპანია „ეურომედია ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი.
