საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, აპირებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, განსაკუთრებით კი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააკავონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ყოფილი პრეზიდენტის განცხადება მის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა:
„მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას – „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიფის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის.
ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.
ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი“.
დღეს, 29 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფილირებულმა Facebook-გვერდმა „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ ხაბეიშვილის დაკავება დაანონსა: „დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარები გაიხნა“. ეს განცხადება მალევე წაიშალა.
„ეს აჩვენებს აბსოლუტურ დეზორგანიზებას კრიმინალურ გუნდში, „ქართულ ოცნებაში“, შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს აჩვენებს აბსოლუტურ ჩამოშლას მათსას და რაღაცნაირად ცდილობენ ახლა, რომ იქნება ფსიქოლოგიურად იმოქმედებენ ხაბეიშვილზე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ბოლო პერიოდში ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებაში“ ფულის გამო მიმდინარე დაპირისპირების შესახებ საუბრობს. როგორც ის ამბობს, პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ყოფილ მაღალჩინოსნებს მილიონების „მიტანას სთხოვს“. 1-ელ ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ხაბეიშვილმა თქვა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს „აქვს ძალიან მძიმედ საქმე ამ მიმართულებით“.
27 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბურჭულაძის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე დააკავა. პროკურატურა მათ სამინისტროდან 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავება.
