თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა საარჩევნო ადმინისტრაციის საჩივარი და გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნინო გერგაულის გადაწყვეტილება, რომელითაც საოლქო კომისიას 15 უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
გორში ბათილი ბიულეტენების გადათვლას „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ითხოვდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის კიდევ ორი სააპელაციო საჩივარი კრწანისისა და ჩუღურეთის საარჩევნო ოლქებში შედეგების გადათვლის შესახებ. სამივე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლე ილონა თოდუა იყო.
დღესვე სააპელაციო სასმართლო აღმოსავლეთ საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შეტანილ საჩივრებს განიხილავს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მის გაუქმებას ითხოვს. 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, ყველა სხვა რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით, პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და თეთრიწყაროსა და წალკის 30 საარჩევნო უბნის (ელექტრონული) შედეგები ბათილად ცნო.
აღნიშნულ საჩივრებს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია დიმიტრი გვრიტიშვილის, გოჩა დიდავას და დავით ახალბედაშვილის შემადგენლობით. პროცესი ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
