„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მეექვსე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 14 ნოემბერს დაიწყო და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 113 ერთეული საძოვრის მონაცემები. მათ შორის, ასპინძა - 1, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 6, ბორჯომი - 8, დმანისი - 22, თეთრიწყარო - 1, წალკა - 2, საგარეჯო - 3, დედოფლისწყარო - 19, თელავი - 5, სიღნაღი - 3, ყვარელი - 12, ახმეტა - 4, მცხეთა - 1, ყაზბეგი - 1, გორი - 3, კასპი - 1, ქარელი -2, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, სენაკი -2, ონი - 2.
პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, ამხანაგობას, რომელსაც შერჩეული აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვარი და განაცხადის წარდგენისას, მფლობელობაში გააჩნია იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა, ხოლო წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა).
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ხუთ ეტაპად გამოქვეყნდა იჯარით გასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების მონაცემები, სულ 317 ერთეული საძოვარი საერთო ფართობით - 36,387 ჰექტარი.
196 საკადასტრო კოდზე შერჩეულია პოტენციური მოიჯარე 25,549 ჰა ფართობის საძოვრის იჯარით გადაცემაზე. აუქციონები ჩატარდა 61 მიწის ნაკვეთზე საერთო ფართობით 10,607 ჰა. მონაწილეებს პირდაპირი წესით გადაეცემათ 105 მიწის ნაკვეთი და დეკემბერში გაფორმდება ხელშეკრულებები. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე www.land.gov.ge
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.
