21 ნოემბერს თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი ქალი გარდაიცვალა. მამაკაცი დაკავებულია. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალად დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
საქმის მასალების მიხედვით, 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა მამაკაცმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავა და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, იანვარ-სექტემბერში, პოლიციამ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 6653 შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5125 ქალი გახდა. იმავე პერიოდში, ოჯახში ძალადობის 8192 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის 1836 და ფსიქოლოგიური ძალადობის - 6155 შემთხვევა.
2014-2023 წლებში საქართველოში 219 ქალი მოკლეს: აქედან 2014 წელს - 33; 2015 წელს - 17; 2016 წელს - 28; 2017 წელს - 22; 2018 წელს - 18; 2019 წელს - 15; 2020 წელს - 22; 2021 წელს - 18; 2022 წელს - 22; 2023 წელს - 24.
თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112 ან 116 006.
