საგარეჯოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც პენსიონერებთან მართავდნენ შეხვედრას, თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს. თავდასხმაში „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლები, მმართველი პარტიის აქტივისტები მონაწილეობდნენ. თავდასხმა ორგანიზებული იყო. თავდამსხმელები წინასწარ იყვნენ მობილიზებულები. ძალადობის დროს ქვები ესროლეს ჟურნალისტებსაც, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ. ინციდენტის ადგილას პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც დაპირისპირება ძირითადად დასრულდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
თავდამსხმელებს შორის იდენტიფიცირებული არიან საგარეჯოს მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ქურდოვანიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ივანე ბეჟიაშვილი და მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრები გიორგი მამისაშვილი და ვეფხია უსტიაშვილი.
„დღეს საგარეჯოში მობილიზებული იყო საგარეჯოს საკრებულოს, მთელი კახეთის საკრებულოებიდან აპარატის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები და პირდაპირ ძალადობაზე გადმოვიდნენ. იყო ქვების სროლა, იყო შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირება. მათ მიიღეს პასუხი, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, ეს არ არის ნორმალური ვითარება და ხელისუფლებაა ამაზე პასუხისმგებელი“,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა.
ინციდენტის ადგილზე მივიდა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე. მას თან ახლდნენ შსს-ს სხვა რაიონული სამმართველოების უფროსებიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი ძალადობის შესახებ, თუმცა მისი პრევენცია არ მოახდინეს. კალანდაძის თქმით, „გამოიძიება ყველაფერს გააკეთებს“ მოძალადეების დასასჯელად.
რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს კასპშიც დაესხნენ თავს და მხარდამჭერებთან მათი შეხვედრის ჩაშლა სცადეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მომხდარს „სამოქალაქო აქტივიზმი“ უწოდა და თქვა, რომ მმართველ პარტიას ინციდენტთან კავშირი არ აქვს. კასპში მომხდარზე არავინ დაუკავებიათ.
