შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა (მეტსახელად „ხარება“) თანამდებობა დატოვა. ის რომან ქარცივაძემ შეცვალა. ხარაზიშვილი დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ არის სანქცირებული 2024 წლის დემონსტრაციების დროს, მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკი და ძალადობრივი დარბევის გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ გადაიყვანეს. კუპატაძე მისმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ ჩაანაცვლა. კუპატაძისთვის ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას სანქციები აქვთ დაწესებული დემონსტრაციების ჩახშობის გამო.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გადაიყვანეს. საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა ლევან მაისურაძემ დაიკავა, რომელიც მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გადაიყვანეს. გოგნიაშვილი ამ თანამდებობაზე ერთი თვის წინ დანიშნეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გადაიყვანეს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი გადაიყვანეს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გადაიყვანეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი;
„ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოადგილედ დაინიშნა მარიამ ტაბატაძე, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს. 2005-2013 წლებში მარიამ ტაბატაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2013-2018 წლებში კი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო.
