საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. არის მსხვერპლი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
Facebook-გვერდი World Military / ანალიტიკის წერს, რომ ჩამოვადნილია, სავარაუდოდ, თურქეთის საჰაერო ძალების C-130-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი:
„ლაივრადარზე ჩანს, რომ თურქული ბორტი, ნომერი 68-01609 დღეს აზერბაიჯანში, განჯის აეროპორტიდან აფრინდა და მალევე მასთან სიგნალი დაიკარგა. სავარაუდოდ, სწორედ ეს თვითმფრინავი ჩამოვარდა საქართველოს ტერიტორიაზე“.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს ადასტურებენ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროში:
„სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით“.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამ თემაზე:
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
