„ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს. ბოლო წუთებში გატანილი გოლით უკრაინამ მორიგი წარმატება იზეიმა და ადგილი გამარჯვებულთა შორის ომის პირობებში უკვე მეორედ დაიმკვიდრა. საქართველოსა და პოლონეთის ბედი კი პენალტების დაძაბულმა სერიებმა გადაწყვიტა და საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატის საგზური სამივე გუნდმა მოიპოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ევრო 2024”-ის 24 მონაწილე ქვეყნის შესარჩევი ეტაპი სამშაბათს სამი პლეი-ოფით დასრულდა. ტურნირი 14 ივნისს გერმანიაში გაიხსნება.
საქართველო-საბერძნეთი შეხვედრა ფრე ანგარიშით 0-0 დამთავრდა მატჩის ბედი კი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც საქართველომ მეტოქე ანგარიშით 4-2 დაამარცხა.
საქართელოს მსგავსად 0-0 ანგარიშით დასრულებული თამაშის შემდეგ საბოლოო გამარჯვება პოლონეთმაც პენალტების სერიაში მოიპოვა. უელსის წინააღმდეგ კარდიფში პელანტების ანგარიშით 5-4 პოლონეთი გახდა უკანასკნელი გუნდი, რომელმაც გერმანიის საგზური მოიპოვა.
„ეს ყველაფერს ნიშნავდა, ალბათ, ამაღამვე დავასრულებდი ჩემს საერთაშორისო კარიერას, თამაში რომ წაგვეგო“, - თქვა პოლონეთის კაპიტანმა, რობერტ ლევანდოვსკიმ.
„უეფას“ გადაწყვეტილებით, რუსეთთან საომარი მოქმედებების გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კიევში საერთაშორისო თამაშების გამართვა დაუშვებელია. შესაბამისად, უკრაინამ საშინაო მატჩი ნეიტრალურ პოლონეთში, ვროცლავის სტადიონზე ჩაატარა.
84-ე წუთზე ისლანდიასთან მიხაილო მუდრიკის გატანილმა გოლმა უკრაინას გამარჯვება მოუტანა და პლეი-ოფში ომით დაზარალებული ქვეყანა უკვე მეორედ დაამკვიდრა.
„დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს“, - თქვა უკრაინელმა ნახევარმცველმა ალექსანდრე ზინჩენკომ, „ისინი საოცრად დაგვეხმარნენ ამ რთული პერიოდის გადალახვაში“.
ევრო 2024 გერმანიის 10 ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო F ჯგუფში კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან იასპარეზებს.
პოლონეთი რთულ D ჯგუფში აღმოჩნდა საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და ავსტრიასთან.
უკრაინა E ჯგუფში მოხვდა ბელგიასთან, რუმინეთთან და სლოვაკეთთან ერთად.
საქართველო გახსნით მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთთან ჩაატარებს, შემდეგ - 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხებს დაუპირისპირდება და 26 ივნისს, გელზენკირხენში, შალკეს „საშინაო“ სტადიონზე კრიშტიანუ რონალდუს პირისპირ პორტუგალიასთან დაასრულებს.
ქვეყნის ნაკრებს ფრანგმა ვილი სანიოლი წვრთნის, რომელსაც მიუნხენის ბაიერნში 9-წლიანი თამაშის გამოცდილება აქვს.
პოლონეთი ნიდერლანდების წინააღმდეგ 16 ივნისს ჰამბურგში ითამაშებს, 21 ივნისს ავსტრიის წინააღმდეგ ბერლინში ხოლო 25 ივნისს კი საფრანგეთს დაუპირისპირდება.
უკრაინა 17 ივნისს მიუნხენში რუმინეთს, შემდეგ 21 ივნისს დიუსელდორფში სლოვაკეთს, ხოლო 26 ივნისს შტუტგარტში კი ბელგიას დაუპირისპირდება.
ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონები ერთხელ უკვე გახდნენ. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მათ ტიტული პირველად 1960 წელს მოიპოვეს. ახლა კი უკვე დამოუკიდებელ ქვეყანას ისტორიაში პირველად ეძლევა შესაძლებლობა, შექმნას საკუთარი საფეხბურთო ისტორია გერმანიაში.