საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს დღევანდელი კურსით - ცაჰკნა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში (რიიგიკოგუ) გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ახლანდელი კურსით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია, დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გაფართოება ევროკავშირის ხელთ არსებული ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია, რაც სარგებელს მოუტანს როგორც წევრ ქვეყნებს, ისე მთლიანად ევროპას. ამიტომ,

ესტონეთის პოზიცია მტკიცეა - გაფართოება უნდა გაგრძელდეს და ეს უნდა იყოს პირობებით და კანდიდატი ქვეყნების რეალურ პროგრესზე დაფუძნებული.

ესტონეთისთვის გადამწყვეტი ფაქტორებია კანდიდატი ქვეყნის სწორი კურსი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, ისევე როგორც საერთო პოზიციები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“, - განაცხადა ცაჰკნამ.

მისივე თქმით, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესი გაწევრიანების მოთხოვნების შესრულებაში შთამბეჭდავია, რის გამოც ესტონეთს სურს, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი - კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის თემებზე - მიმდინარე წლის მარტში გაიხსნას.

„მე ასევე მინდა შევაქო სომხეთი, რადგან ესტონეთი ძალიან აფასებს იქ გატარებულ რეფორმებს, ასევე სახელმწიფოს მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების რაც შეიძლება მალე დადება.

სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოებაც შეიძლება შეტრიალდეს, რასაც მოწმობს საქართველოში განვითარებული მოვლენები, როდესაც მმართველი პარტია ქვეყანას უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას.

ნათელია, რომ საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს დღევანდელი კურსით და რომ საქართველოში დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არ აქვთ დემოკრატიული ლეგიტიმაცია.

ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა. თუ ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გაუქმება“, - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

28 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. პროტესტი, რომელიც ამ განცხადებას მოჰყვა, უკვე თითქმის სამი თვეა უწყვეტად გრძელდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.