საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 12.25 მილიონი ევრო (დაახლოებით 37 მილიონი ლარი) გამოიმუშავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ამ თანხიდან 9.25 მილიონი ევრო ჩემპიონატში მონაწილეობის თანხაა, 500 ათასი – ჩეხეთთან ფრის, 1 მილიონი – პორტუგალიასთან მოგების, ხოლო 1.5 მილიონი – მერვედფინალში გასვლის.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებული საპრიზო სისტემა ითვალისწინებს 2.5 მილიონი ევროს მეოთხედფინალში და 4 მილიონ ევროს ნახევარფინალში გასვლისთვის. ნაკრებს, რომელიც მეორე ადგილს დაიკავებს, უეფა დამატებით 5 მილიონს გადაუხდის, 2024 წლის ევროპის ჩემპიონი კი 8 მილიონ ევროს მიიღებს.
„ევრო 2024“-ის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე შემოსავლიანი ესპანეთია, რომელმაც 13.75 მილიონი ევრო გამოიმუშავა. საქართველოს ნაკრები 30 ივნისს, მერვედფინალში სწორედ ესპანეთს შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად ასპარეზობდა. გადამწყვეტ მესამე მატჩში, რომელიც 26 ივნისს, ქალაქ გელზენკირხენში გაიმართა, ქართველმა ფეხბურთელებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ პორტუგალიელების კარში ორი გოლი გაიტანეს.
პორტუგალიასთან მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა. მანამდე, საქართველომ ჩეხეთთან ფრე ითამაშა და ჯამში დაგროვილი 4 ქულით მერვედფინალში გადავიდა.
