საქართველოში მიწისძვრა მოხდა 19:33 საათზე. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,3 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში, სოფელ ვაკიჯვარია. მიწისძვრა იგრძნობოდა გურიის მეზობელ რეგიონებშიც - აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მუნიციპალიტეტის მერიაში ნგრევის შესახებ რაიმე შეტყობინება არ შესულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს:
თუ შენობაში ხართ:
დარჩით ადგილზე! შეძვერით მაგიდის ან სხვა ავეჯის ქვეშ და ხელები ქვემოდან მიაბჯინეთ. მოშორდით ფანჯრებს, ბუხრებს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს; თავი შორს დაიჭირეთ ისეთი ნივთებისგან, რომლებიც შესაძლოა, ჩამოვარდეს - ჭაღი, კედლის კარადები და სხვა. სასწრაფოდ დატოვეთ სამზარეულო, რადგან შეიძლება კედლიდან ავეჯი ჩამოცვივდეს; არ გაიქცეთ კიბეებისკენ ან არ გავარდეთ გარეთ, ვიდრე ბიძგები არ შეჩერდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს ძირითადად შენობების დატოვების დროს იღებს; არ გამოიყენოთ ლიფტი.
თუ ქუჩაში ხართ:
თუ ქუჩაში ხართ, ეცადეთ მოშორდეთ შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს და გადით შედარებით ღია, ცარიელ სივრცეში.
თუ საჭესთან ხართ:
თუ საჭესთან ხართ, შეჩერდით, მაგრამ ფრთხილად. შეეცადეთ, თქვენი მანქანა მოძრაობის ზონიდან რაც შეიძლება შორს გაიყვანოთ; არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ; დარჩით მანქანაში ბიძგების შეწყვეტამდე; მოძრაობის გაგრძელებამდე გაეცანით ახალ ამბებს, რათა შეიტყოთ, რაიმე დაზიანება ხომ არ მოხდა გზის იმ მონაკვეთზე, საით წასვლასაც აპირებთ.
თუ ნანგრევებში მოჰყევით:
არ აანთოთ ასანთი; არ იმოძრაოთ ან არ სცადოთ მტვრის მოშორება; პირზე აიფარეთ ტანსაცმელი; შეეხეთ მილს ან კედელს, რათა მაშველებმა ადვილად მოგაგნონ. იყვირეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ დროს, შესაძლოა, მავნე მტვერი გადაგეყლაპოთ.
რაც შეეხება გავრცელებულ მითებს, რომ მიწისძვრისას კარის ჭრილში უნდა გაჩერდეთ, სიცრუეა - ეს არ არის უსაფრთხო ადგილი.
