შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ნოემბერს საქართველოში არ შემოუშვა ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური კონსულტანტია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„რამდენიმე ეთერში ვთქვი, რომ სერიოზულ კონსულტანტებს ჩამოიყვანს „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და გამარჯვების კოალიცია. ვთქვით, რომ ვემზადებით რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად, მათ შორის, ერთ-ერთი იყო ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ერთი კვირის წინ და რომელიც უნდა დაგვეხმაროს რუსული პროპაგანდის დამარცხებასა და პუტინისტებისგან გათავისუფლებაში. დღეს ადამიანს არ უშვებენ, არადა, რამდენიმე დღის წინ აქ იყო, გაფრინდა და დღეს მოდიოდა, მაგრამ არ შემოუშვეს.
ჩვენს ოფისებზე მიდის თვალთვალი, ჩვენზე მიდის თვალთვალი - ნახეს, რომ ეს ადამიანი ჩვენთან დადიოდა ოფისში, ნახეს, რომ ჩვენთან მუშაობდა.
რუსული პარტია ხომ ოპოზიციაზე მუშაობს და არა იქ, ოკუპანტი რომ ჩვენს მოქალაქეებს კლავს, იტაცებს, ეგ არ აინტერესებთ. მთავარია, ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც კონსულტანტია „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“, არ შემოუშვეს ქვეყანაში. თვალთვალის შედეგად დაადგინეს და უმიზეზოდ უშვებენ უკან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ბენ მალეტი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საფუძვლით საქართველოში შემოშვებაზე უარს ხშირად ეუბნება ჟურნალისტებსა და აქტივისტებს.
დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი აშშ-ში დაფუძნებული „THE MESSINA GROUP“-ის საერთაშორისო კამპანიების დირექტორია. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მას აქვს პოლიტიკოსების, მთავრობებისა და კომპანიების კონსულტაციის გამოცდილება კომუნიკაციების სტრატეგიების შესახებ.
სხვადასხვა დროს ის მუშაობდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების ბორის ჯონსონისა და დევიდ კამერონის, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის ლორდ ზაკ გოლდსმიტის მრჩევლად. ცოტა ხნის წინ, ბენი მუშაობდა ესპანეთის პრემიერ მინისტრ მარიანო რახოის და კენიის პრეზიდენტ უჰურუ კენიატას მრჩევლად კვლევებისა და კომუნიკაციის სტრატეგიების საკითხებში. ის ასევე მუშაობდა ლონდონის კონსერვატიული პარტიის კამპანიის დირექტორად ლონდონის მერის ბოლო არჩევნების დროს.
