26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს დაკეტავს. საუბარია „რაზდახანის“ (ოძისი) და „პერეუს“ (პერევი) ე.წ. გადასასვლელებზე, რომლებიც, როგორც წესი, ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე პერიოდში, დილიდან საღამომდე მუშაობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქტომბერში შეჩერდეს სახელმწიფო საზღვრის გამშვები პუნქტების „რაზდახანის“ და „პერეუს“ მუშაობა გამარტივებული წესით“, - ეს გადაწყვეტილება დღეს ე.წ. რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
სხდომის თავმჯდომარემ, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში სიტუაცია უარესდება და რთულდება. მისი განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის სამსახურები, ისევე როგორც ამ ქვეყნების საელჩოები, ღიად ახორციელებენ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე პერიოდულად ვხსნით სახელმწიფო საზღვარს ჰუმანიტარული მიზნით და ჩვენი მოქალაქეები გადიან საქართველოს ტერიტორიაზე, აუცილებელია ზომების მიღება მათი და რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა გაგლოევმა.
გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ანატოლი პლიევს დაევალა.
