ჩეხი ჟურნალისტის, რეი ბეისლის თქმით, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში, 22 ოქტომბრის საღამოს დაწერა. მას შემდეგ ჟურნალისტთან, რომელიც თბილისში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად ჩამოდიოდა, კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
„დღეს 19:30 საათზე უარი მითხრეს საქართველოში შესვლაზე დასაბუთების და დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე. ეს მიუღებელია, ადგილობრივმა მესაზღვრეებმაც კი არ იციან, რატომ არ შემიშვეს“, - დაწერა რეი ბეისლიმ და გამოაქვეყნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, სადაც უარის საფუძვლად მითითებულია გრაფა - „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.
მოგვიანებით, X-ში ჟურნალისტის პარტნიორმა ქალმა, მარია კაპლინამ დაწერა, რომ მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს, რადგან მესაზღვრეებმა ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები ჩამოართვეს.
რეი ბეისლი ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აშუქებს. Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ის თბილისში მიმდინარე წლის მაისშიც იმყოფებოდა, როდესაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციები მიმდინარეობდა.
