საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე თურქეთის ოპოზიციამ გაიმარჯვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, საქართველოში ხმა თურქეთის სულ 1013-მა მოქალაქემ მისცა. აქედან 8 ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა. ამ დროისთვის საქართველოში არსებული ყველა უბანი დათვლილია.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მესამე ვადით სურს, 315 ხმა (31.34%) მიიღო, ხოლო მის მთავარ კონკურენტს, ოპოზიციონერ ქემალ ქილიჩდაროღლუს ორჯერ მეტმა, 639 ადამიანმა (63.58%) მისცა ხმა. 39 ხმა (3.88%) აქვს სინან ოღანს, 12 ხმა კი მუჰარემ ინჯეს, რომელმაც კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ქილიჩდაროღლუს „თურქეთის სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ 432 ხმა (43.07%) აქვს. მეორე ადგილზეა ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“, რომელსაც ხმა 223-მა ამომრჩეველმა (22.23%) მისცა, ხოლო მესამე ადგილზე, 92 ხმით (9.17%), „კარგი პარტია“ გავიდა.

საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე არჩევნებში მონაწილეობა თურქეთის 1 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. წინასწარი შედეგების მიხედვით, ნახევარზე მეტმა, დაახლოებით 56%-მა ხმა ერდოღანს მისცა, ხოლო ქილიჩდაროღლუს დაახლოებით 40%-მა დაუჭირა მხარი. საპარლამენტო არჩევნებშიც, საზღვარგარეთ, ერდოღანის პარტია ლიდერობს, 43%-ით. მეორე და მესამე ადგილებზე „სახალხო რესპუბლიკურ პარტია“ (25%) და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ (10%) არიან.

14 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერცერთი კანდიდატი ვერ ახერხებს ხმების 50%-ზე მეტის მოგროვებას, რაც პირველ ტურშივე გამარჯვებისთვის არის საჭირო. საარჩევნო ყუთების 99.31%-ის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49.41% აქვს, ხოლო ქემალ ქილიჩდაროღლუს - 44.96%. მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკურმა ალიანსმა“ გაიმარჯვა, რომელსაც სათავეში „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ უდგას. წინასწარი მონაცემებით, ალიანსს ხმების 49% აქვს, რაც დაახლოებით 322 მანდატია 600-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში. მეორე ადგილზე გადის „სახალხო რესპუბლიკურ პარტიის“ ირგვლივ გაერთიანებული „სახალხო ალიანსი“, რომელმაც ხმათა 35% და დაახლოებით 212 მანდატი მიიღო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).