საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასებით, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ბრძანება, რომელიც რუსული კანონიდან გამომდინარე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესს ამტკიცებს, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების დისკრიმინაციული ხელყოფის თავიდან აცილების თაობაზე იუსტიციის მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართეს.
„აღნიშნული კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ საფინანსო დეკლარაციაში ასასახი, როგორც დასაქმებულთა, ასევე მოკლევადიანი შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაქირავებული ექსპერტების, ბენეფიციარების და სხვა პირთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომერი, სხვ.) საჯაროდ გამოქვეყნებას ექვემდებარება.
სახალხო დამცველის შეფასებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი არსებული მონიტორინგის მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის.
პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება გაუმართლებელია და ზიანის მომტანია, აქვს ძლიერი შემბოჭველი, მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საქმიანობაზე“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ცვლილებები შეიტანოს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, რათა რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციას ავალდებულებს ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია.
ორგანიზაციებმა ე.წ. აგენტების რეესტრში რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ. ამ ვადაში რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონი იუსტიციის სმაინისტროს მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დამატებით ითვალისწინებს ორგანიზაციების 10 000 და 20 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, სადაც 29-31 აგვისტოს განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონი კონსტიტუციის არაერთ მუხლს ეწინააღმდეგება და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, სარჩელების ავტორები ითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედება შეჩერდეს. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ცნობს თუ არა სასამართლო სარჩელებს დასაშვებად (მთლიანად თუ ნაწილობრივ) და მიიღებს თუ არა კანონის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას.