ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან მომიტინგეებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებზე, მათ შორის გიორგი გახარიაზე ძალადობას ეხმაურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გახარიას მიმართ.
ეს არის „ქართული ოცნების“ მჩაგვრელი ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.
15 იანვარს, გვიან ღამით, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა, ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმა უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებებისა და დაპატიმრებების ფონზე მოხდა.
უკანონოდ დაკავებულთა შორისაა ონლაინგამოცემების - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი. „ქართული ოცნების“ პროკურატურა მას ედავება პოლიციელზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
