„ვფიქრობთ, რომ საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა, რათა ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, ისევე როგორც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიებიც და მათი მხარდამჭერებიც“, - განაცხადა საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
პაპუაშვილმა მიმდინარე საპროტესტო აქციებს ქვეყნის ამოტრიალების სასოწარკვეთილი მცდელობა უწდოდა და თქვა, რომ „ეს არც გამოვიდა და ვერც გამოვა“.
„მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი. ამიტომაც არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს. აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ვერავინ ახერხებს თქვას და დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს. ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება. ჩვენი გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული.
მოლაპარაკებების გახსნა ევროპული სტრუქტურების ხელშია. საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს და ყველაზე მეტად მზადაა პროცესის დასაწყებად. გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მან პროტესტის მონაწილეებს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს მოუწდა, დაუბრუნდნენ „სახელმწიფოებრივ და საკონსტიტუციო ველს“.
„ნაცვლად გაფიცვებისკენ მოწოდებისა თუ პეტიციების შედგენისა, რომელიც ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს, გარდა სისტემის თვითლუსტრაციისა, მოქალაქეების ამ ჯგუფებმა, სჯობს, გაამჟღავნონ, ვის დაუჭირეს მხარი არჩევნებზე და თვიანთ რჩეულ პარტიებს მოსთხოვონ პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ხვალინდელ დღეზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს. პროტესტი საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ამასთან, საქართველო ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე უარს იტყვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციები არაერთხელ დაარბია წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით აქციის 300-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული. მათ უმრავლესობას საპოლიციო ძალები სასტიკად გაუსწორდნენ.
აქციის მონაწილეთა დაკავების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკების სერია ჩაატარა, სხვადასხვა საფუძვლით დააკავა ოპოზიციონერი ლიდერები ალექსანდრე ელისაშვილი და ნიკა გვარამია.
