სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სალომე ზურაბიშვილი და ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის 34 ქართველი ჟურნალისტი დააჯილდოვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

10 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მიმართა და განაცადა, რომ ისინი ნამდვილად ქვეყნის სადარაჯოზე დგანან.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენს ხელში აიღეთ არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ თქვენს ხელში აიღეთ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი. ამისთვის თქვენც ჩაეწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ ჩაეწერებით როგორც დღევანდელი დღის, ეპოქის გმირები. ადვილი არ არის, მიხვიდე იქ, სადაც არიან ეს მხეცები, დადგე მათ წინ და გაბედო, მათ კითხვებიც დაუსვა, გაზის გაშვების დროს მაინც იქ იდგე, არ გაინძრე და დარჩე შენს ხალხთან ერთად“, - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ მედია არის ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ვხედავთ, რაც ხდება.

„მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, მაგრამ თქვენ მადლობისთვის არაფერს აკეთებთ. თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ ბოლომდე გესმით, რას ნიშნავს პროფესიული ვალდებულება.

ხვალ ალბათ თქვენზე წამოვა კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა, თუ ესენი გააგრძელებენ ამ მდგომარეობაში ყოფნას, რადგან თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ვხედავთ იმას, რაც ხდება. თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანებს, ვინც არ არიან დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ იქ დგომა, არ ეცოდინებოდათ, რა ხდება.

თუნდაც პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც ძალიან გაშლილია მთელ ქალაქში, ან სხვადასხვა ქალაქში, არ გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა მთლიანად დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ასე რომ, თქვენი ყოფნა, თქვენი ეს თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ. ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდნენ ტელევიზიებისა და ონლაინგამოცემების ჟურნალისტები/ოპერატორები:

  1. ჯონი ბაკურიძე - ტელეკომპანია „ფორმულა“
  2. სერგი ბარამიძე - ტელეკომპანია „მთავარი არხი“
  3. ნუცა ბახუტაშვილი - ტელეკომპანია „ფორმულა“
  4. დავით ბერაძე - ტელეკომპანია „პირველი“
  5. დავით ბიჭიკაშვილი - ტელეკომპანია „პირველი“
  6. სალომე ბოკუჩავა - ტელეკომპანია „ფორმულა“
  7. ნიკა ბუჩაშვილი - ტელეკომპანია „პირველი“
  8. მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა „პუბლიკა“
  9. მარიამ გაფრინდაშვილი - ტელეკომპანია „პირველი“
  10. რუსუდან დუმბაძე - ტელეკომპანია „პირველი“
  11. აკაკი ზარქუა - ონლაინგამოცემა „რეალპოლიტიკა“
  12. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
  13. მალხაზ კანდელაკი - ტელეკომპანია „პირველი“
  14. დავით კობიძე - ტელეკომპანია „მთავარი არხი“
  15. ნიკოლოზ კოკაია - ტელეკომპანია „პირველი“
  16. ანა ლომთაძე მდივანი - ტელეკომპანია „პირველი“
  17. მარიამ მაკასარაშვილი - ტელეკომპანია „პირველი“
  18. დეა მამისეიშვილი - ტელეკომპანია „მთავარი არხი“
  19. მიხეილ მარტიაშვილი - ტელეკომპანია „ფორმულა“
  20. მირიან მელაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
  21. გივი მჭედლიშვილი - ტელეკომპანია „მთავარი არხი“
  22. მარიამ ნიკურაძე - ონლაინგამოცემა OC Media
  23. გურამ როგავა - ტელეკომპანია „ფორმულა“
  24. დავით ქაშიაშვილი - ტელეკომპანია „ფორმულა“
  25. ნანა ქაჯაია - ტელეკომპანია „პირველი“
  26. ალექსანდრე ქეშელაშვილი - ონლაინგამოცემა „პუბლიკა“
  27. გენადი ქვაჩახია - ტელეკომპანია „ფორმულა“
  28. ბექა ყორშია - ტელეკომპანია „მთავარი არხი“
  29. გიორგი შეწირული - ტელეკომპანია „პირველი“
  30. მაკა ჩიხლაძე - ტელეკომპანია „პირველი“
  31. ქეთა ციცქიშვილი - ტელეკომპანია „მთავარი არხი“
  32. პავლე ხაჩიძე - ტელეკომპანია „პირველი“
  33. ირინა ყურუა - აჭარის ტელევიზია
  34. ბესარიონ გაფრინდაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

დაჯილდოებულთა შორის ვერ მოხვდნენ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტები. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამის უფლებას მათი ეთიკის წესები არ იძლევა. „მაგრამ მათაც დიდი მადლობა“, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.