სამხედრო პროექტები, რაც კეთდებოდა, ისევ უცხოელების ინტერესებს ემსახურებოდა - ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს. საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? ეს ამბავი დაავიწყდათ?“, - განაცხადა ქადაგიშვილმა და განაგრძო:

„პროექტები, რაც კეთდებოდა, კეთდებოდა იმისთვის, რომ ისევ ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში მომსახურებოდა მათ ინტერესებს, როდესაც იქ თავიანთი ჯარის გაგზავნა ეზარებოდათ. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. საკუთარი ჯარისკაცის გაგზავნა ათჯერ ძვირი უჯდებათ და ამიტომ ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა უღირდათ“.

ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მმართველი პარტიის მიერ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის (რუსული კანონის) მიღება „არაფერ შუაშია“ და „ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებას სიმამაცე, პატრიოტიზმი ეყო და კრიტიკულ მომენტში, როცა შეიძლება საქართველო ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე დამდგარიყო, მეორე ფრონტი არ გახსნა“.

„ეს არის ერთადერთი მიზეზი, ამის გამო იყვნენ მოწადინებული, ხელისუფლება შეეცვალათ, რაც არ გამოუვიდათ და გაბრაზებული არიან. ამ გაბრაზების მიზეზებს პირდაპირ ვერ იტყვიან. ამიტომ ხან არჩევნები გაყალბდაო, ამბობენ და ხან სხვა რაღაცას მოიფიქრებენ ხოლმე ყოველგვარი არგუმენტისა და კონკრეტიკის გარეშე“, - თქვა ქადაგიშვილმა.

გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე ბუდესვერის, გერმანიის შეიარაღებული ძალების დაარსების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ელჩის თქმით, ამაყია გერმანია-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობითა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისადმი გერმანიის მხარდაჭერით. ამასთან, მან დასძინა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“.

2021 წელს, როდესაც ავღანეთიდან ნატოს ჯარების გამოსვლა დაიწყო, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე ამბობდა, რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიამ ქართულ ქვედანაყოფებს „საკმაოდ დიდი გამოცდილება“ შესძინა და ისინი ნატოს ძალებთან დააახლოვა, რაც თავის მხრივ, ნატოში ინტეგრაციის მიღწევას უწყობს ხელს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).