თარაშ პაპასქუა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ის ამბობს, 22 დეკემბერის შემდეგ ტოვებს დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
პაპასქუა ელჩი 2022 წლიდან იყო. მისი თანამდებობიდან ვადაზე ადრე, 2025 წლის 22 დეკემბრიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 4 დეკემბერს გამოსცა. ამ წინადადებით მას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმართა.
„ბოლო არასრულ ორ წელიწადში, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა საგრძნობლად შესუსტდა და საქართველოს იმიჯი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა“, – აღნიშნავს თარაშ პაპასქუა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ის თავის საქმიანობას აჯამებს.
ელჩი მნიშვნელოვან მიღწევებს შორის ასახელებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომ სეული-თბილისის პირდაპირი ჩარტერული ფრენების აღდგენას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, თბილისში კორეის დიპლომატიურ წარმომადგენლობისთვის საელჩოს სტატუსის მინიჭებას.
„და რაც ასევე ერთერთი მნიშვნელოვანია, 2025 წლის 3 ივნისს, 17 წლის მანძილზე პირველად, კორეამ მხარი დაუჭირა გაეროს გენ. ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ“, - წერს პაპასქუა.
ის მადლობას უხდის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ელჩის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, კორეელ კოლეგებსა და პარტნიორებს.
2024 წლის 29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებს, თარაშ პაპასქუამ Facebook-ზე დაწერა: „ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!“.
