სამტრედია-გრიგოლეთის ახალაშენებული საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე (ავტობანი), რომელიც ოფიციალურად ჯერ გახსნილი არ იყო, თუმცა ავტომანქანები უკვე მოძრაობდნენ, ხიდი ჩაინგრა. დაზიანდა სატვირთო ავტომობილი, მძღოლი გადარჩა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ დააზიანა.
სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.
„სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ ლოტზე, რომელზეც მიმდინარეობს მშენებლობა, დაზიანდა მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაყრდნობილი ორი მალის ნაშენის ჩაწოლა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რაც ყველაზე მთავარია. უკვე დაწყებულია მიზეზების შესწავლა, ჩართულია აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სამსახური, ექსპერტები, ინჟინრები, რათა დადგინდეს ამის გამომწვევი მიზეზები. ბუნებრივია, შესწავლის შედეგად, მიზეზებიდან გამომდინარე, უკვე განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.

