გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 55 წლის თამაზ გლურჯიძე. ის ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
გლურჯიძის ნათესავების თქმით, კაცი თანასოფლელთან სტუმრად იყო და სახლში აღარ დაბრუნდა. ოჯახის წევრებს ტელეფონით ცხინვალიდან დაუკავშირდა და აცნობა, რომ დაკავებულია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონო დაკავების ფაქტზე მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ოთხი მოქალაქე: გელა იობაშვილი, კახაბერ ნათაძე, ლაშა ხეთერელი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დააკავეს და 3.8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გასულ წელს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს საქართველოს 11 მოქალაქე, ხოლო ცხინვალის მხარეს 70. ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება ირაკლი ბებუა, რომელიც გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე.
ფაქტის ამსახველ ვიდეოში ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, რადგან არ მოსწონს 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა სურს“.
ირაკლი ბებუა დროშის დაწვიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. იმავე დღეს, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც თითქოსდა ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.
ბებუას ადგილობრივი ადვოკატის აპოლონ გელედიას განმარტებით, საერთო რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდისას ერთი დღე ითვლება ორ დღედ. ამიტომ, ბებუა პატიმრობაში 4 წელი და ექვსი თვე იქნება.
