საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - რუსეთის მოქალაქე ოლეგ ვასილენკო, რომელიც ბოლოს ვლადიკავკაზის „ალანიას“ მთავარი მწვრთნელი იყო, იქამდე კი სხვადასხვა დროს კურსკის „ავანგარდის“, სარანსკის „მორდოვიას“ და ვორონეჟის „ფაკელის“ ფეხბურთელებს წვრთნიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ფეხბედნიერი იყოს ბატონო ოლეგ თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები „თელავთან“ ერთად“, - წერია საფეხბურთო კლუბის პრესრელიზში.
„ნამდვილად მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. „თელავის“ შესახებ მართლაც ბევრი ვიცი და მჯერა, ერთობლივი, მუხლჩაუხრელი მუშაობით ბევრს მივაღწევთ და უფრო მეტად განვვითარდებით. ზოგადად, ბევრმა შეიძლება საქართველოში ვერ გამიგოს და მერწმუნეთ, კრიტიკისთვისაც მზად ვარ, თუმცა მე საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ჩემი დიდი ხნის ნატვრაც ავიხდინე. ვიმეორებ, მე აქ ჩამოვედი წარმატების მისაღწევად და გულით მინდა, საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ევროპაზე გავიყვანო და ევროთასებზე ვითამაშოთ“, - განაცხადა ვასილენკომ.
მან მწვრთნელობა 1996 წელს, მშობლიურ „სტავროპოლში“ დაიწყო, მერე ცსკას აკადემიის ახალგაზრდული სექტორი, „ჟემჩუჟინა“, „სატურნი“, ბელარუსის მინსკის „დინამო“, „კრასნოდარი“, „ანჟი“, „ურალი“, „სოჩი“, ლატვიის „რფს რიგა“, ლიეტუვას „ტრაკაი“, კალინინგრადის „ბალტიკა“ ებარა და ამ კლუბებში უმეტესად მთავარ მწვრთნელად იდგა.
„ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა, 51 წლის გეორგიოს კოსტისმა, მისმა თანაშემწემ, ფიზმომზადების სერბმა სპეციალისტმა, მილოშ დიუროვიჩმა და 13-მა ფეხბურთელმა „თელავი“ რამდენიმე დღის წინ დატოვეს. დავიდ იურჩენკოს, ტომელინ გუტიერის, მატია რომს, გიორგი ქანთარიას, იმედა აშორტიას, ირაკლი რუხაძეს, ამარ ბეგიჩს, ოთარ გაგნიძეს, ვაჟა ფაცაციას, ჟონელ დეზირეს, სტეფან დიმიჩს, იოზეფ მენიხსა და გურამ გოშთელიანს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდათ და კარიერას სხვაგან გააგრძელებენ. ირაკლი რუხაძეს „თელავთან“ საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და უზბეკეთში, „ოლმაილიქში“ დაბრუნდა, გიორგი ქანთარია, ვაჟა ფაცაცია, ბრაზილიელი გუტი და ბოსნიელი ბეგიჩი კი უცხოეთში წავიდნენ.
შპს საფეხბურთო კლუბ „თელავის“ წილის 33%-ს საქართველოს მოქალაქე იოსებ გრიშიკაშვილი ფლობს, ამდენივეს სომხეთის მოქალაქე ტიგრან ჰაკობიან და 34%-ს, ასევე, სომხეთის მოქალაქე ვარდან ჰაკობიან.