თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემა დროებით გათიშეს სავარაუდო კიბერშეტევის შემდეგ. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, გამოძიება დაადგენს, „თუ საიდან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვის მიერ განხორციელდა კიბერშეტევა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
დილიდან ავტობუსებსა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებში საპროტესტო აუდიოჩანაწერი ირთვებოდა. კერძოდ, ისმოდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვა - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას - „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
გარდა ამისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესაძლებელი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ცნობილი განცხადებების მოსმენაც.
„ავტობუსებში და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“. როგორც ვიცი, საქართველოს ბანკს ემსახურება რამდენიმე კომპანია - შპს „აზრი“, შპს „მს+“.
სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს.
გადახდები შეჩერებულია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რადგან შეუძლებელია. აპარატები ვერ მუშაობს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, აგრძელებს მუშაობას და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა და აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.
