პოლიციამ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, საპროტესტო მარშის მონაწილეებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, დაკავებულები არიან 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. [ნიკა ჭკუასელი].
მარშის მონაწილეების ინფორმაციით, კონოთეატრ „ამირანთან“ მათ ხელკეტითა და მაჩეტეთი შეიარაღებული ორი პირი დაესხა თავს, რაზეც პოლიციას რეაგირება არ ჰქონია და მათ შემთხვევის ადგილის დატოვების საშუალება მისცა.
„კინაღამ დაეჯახა ერთი მანქანა გოგონებს. პასუხი რომ გასცეს, ხმლით და ბიტებით გადმოცვივდნენ. მთელი გზა ტროტუარზე გადადითო რომ გვეძახდა პატრული, ზუსტად მაშინ გაქრა“, - ამბობს მარშის ერთ-ერთი მონაწილე და ვიდეოს ავრცელებს.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ.
