მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრი, განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ითხოვს ინფორმაციას როგორც მისი პირადი, ისე „თავისუფლების მოედნის“ შემოსავლების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 3 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 4 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 5 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 6 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
როგორც ჯანაშია წერს, ანტიკორუფციული ბიურო ამ ინფორმაციას სთხოვს როგორც პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრს - მაშინ, როდესაც მოძრაობას პარტიად რეგისტრაციაზე უარი უკვე ორჯერ ეთქვა.
„ანტიკორუფციულიდან წერილი მოვიდა, რადგან პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრი ხართ, თქვენ პირად საბანკო ანგარიშებზე მოგვცა სასამართლომ წვდომაო. დამატებით, თქვენ პირად შემოსავლებზე დოკუმენტები გამოაგზავნეთ და თან პარტიას რა შემოსავლები ჰქონდა ეგეც გამოაყოლეთო.
ბატონო რაჟდენ, თავისუფლების მოედანმა ორჯერ ვცადეთ დარეგისტრირება პარტიად და უარი გვითხრა ქ.ოცნებამ. ჰოდა, აი, ახლა შეტანილი გვაქვს რეგისტრაციის დოკუმენტები, და პასუხს ველოდებით. გეაჯებით, იქნებ დააჩქარებინოთ რეგისტრაცია, რომ რამე სამართლებრივი საფუძველი გქონდეთ, რომ ასეთი მოთხოვნები გამოგვიგზავნოთ ხოლმე?!
რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას გავასაჩივრებ. თან პარტიად არ გარეგისტრირებდნენ და თან როგორც პარტიას გექცეოდნენ ხომ ცინიზმია, მაგრამ, რომც ვიყოთ პარტია, ასე პარტიის ნებისმიერი წევრის საბანკო ანგარიშებზე თუ უნდა ჰქონდეს წვდომა სახელმწიფოს, ეს ნიშნავს, რომ ა) პარტიაში არავის არ მოუნდება შესვლა და ბ) იმ პირობებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაჰყავთ სასამართლოებში, იმის გამო, რომ ფიზიოლოგიური ხსნარი და პირბადე იყიდეს მაშინ, როცა გაზით წამლავდნენ მათ წევრებს, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი გადარიცხვა შეიძლება გახდეს იმის მტკიცების მოტივი, რომ რაღაც არაკანონიერს ჩადიხარ“, - წერს სინონ ჯანშია.
გასულ წერლს „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეიტანა ცვლილება, რომლითაც ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ნებისმიერი პირისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია.
გასულ კვირაში რაჟდენ კუპრაშვილის ბიურომ „განცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტებად“ მიიჩნია გორელი სამოქალაქო აქტივისტები თეონა ფანქველაშვილი და თეონა ბზიშვილი, თუმცა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა მათ საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის შესახებ ბიუროს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თეონა ფანქველაშვილის თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს ეჭვი, რომ ისინი სამოქალაქო მოძრაობების - „ფარის“ და „ერთობის“ წევრები არიან და „ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი აქვთ“.
2 ოქტომბერს „მოძრაობამ სოციალური დემოკრატიისთვის“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ რაჟდენ კუპრაშვილს მოძრაობისა და მისი 12 წევრის ფინანსურ ინფორმაციაზე სრული დაშვება მისცა.
