თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სამართალდამრღვევად ცნო და 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა გვარამიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს. სამართალდარღვევისთვის, უმაღლესი სანქციის სახით, 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ნიკა გვარამია მარნეულის ოზოლატორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში დილით ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„აპირებდნენ პროცესის ჩატარებას უჩვენოდ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკამ თავად მოითხოვა ადვოკატების დასწრება, პროცესი გადაიდო და ერთი საათი მოგვეცა სასამართლოში გამოცხადებისთვის“, - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა სხდომის დაწყებამდე.
ადვოკატები, საქმის მასალების გაცნობის მიზნით, სხდომის გადადებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე ჩაგუნავამ მათი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ნიკა გვარამია 4 დეკემბერს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისთან დააკავეს იმ დროს, როდესაც ოფისში შესვლას და მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციელებმა ის ძირს დააგდეს და ძალის გამოყენებით დააკავეს, შემდეგ კი პოლიციის მანქანამდე ხელში აყვანილი მიიყვანეს. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გვარამიას მუცელში ურტყამდენენ, რის გამოც „რამდენიმე წამით გაითიშა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 4 დეკემბერს, საპროტესტო აქციების მონაწილე ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკების სერია ჩაატარა. დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდებებით 13 პირია დაკავებული, რომელთა შორის არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი ზვიად ცეცხლაძე. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
