თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია USA2GEORGIA-ს, რომელსაც აშშ-დან საქართველოში ამანათები ჩამოაქვს, მომხმარებლების სასარგებლოდ დროებითი აკრძალვა დაუწესა. თუ მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას აღარ დაკარგავს. კომპანიას ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება აეკრძალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დეკემბერში დაიწყო. მომხმარებლების განცხადებით, გადამზიდმა კომპანიამ მათი გაფრთხილების და ინფორმირების გარეშე, წონის გამოთვლის წესი შეცვალა და ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა. გარდა ამისა, მომხმარებლების განცხადებით, ონლაინმაღაზიებიის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიტანილი ნივთები USA2GEORGIA-მ ვებ-გვერდზე დაგვიანებით ასახა, რის შედეგადაც მათ გადაფუთვის მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდათ.
16 იანვრის მდგომარეობით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ 107 განცხადებაა შესული და 58 საქმეზე შესწავლა მიმდინარეობს. სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებას იანვრის ბოლოს აპირებს. სასამართლოს დროებითი აკრძალვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იქნება ძალაში.
USA2GEORGIA-ში, რომელიც 500 000-მდე მომხმარებელს ემსახურება, განმარტეს, რომ ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლის წესი 2022 წლის 24 ნოემბრიდან შეიცვალა და საერთაშორისო სტანდარტს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება არა რეალური, არამედ მოცულობითი წონით ითვლება (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 სმ).
კომპანიის ინფორმაციით, თუ ამანათის მოცულობითი წონა დიდია მის რეალურ წონაზე, ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა ხდება - მოცულობითი წონის მიხედვით. ამასთან, USA2GEORGIA-მ გადაფუთვის (ამანათების ზომაში შემცირების) სერვისი დააბრუნა. „მოცულობით 10 კგ-მდე წონის ამანათის შემთხვევაში, გადაფუთვის მომსახურება თითოეულ ამანათზე შეადგენს 2 აშშ დოლარს, ხოლო 10 კგ-ზე მეტი მოცულობითი წონის ამანათის გადაფუთვის შემთხვევაში - 10 აშშ დოლარს“, - განაცხადეს კომპანიაში.
