სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები

სასკოლო ფორმების გაყიდვა, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება, 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე ფორმები გაიყიდება მხოლოდ პირველკლასელებისთვის, ხოლო მათი შეძენა სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, მოქალაქეები არ არიან ვალდებულები, ფორმები მაინცდამაინც სამინისტროს მიერ მითითებულ პუნქტებში შეიძინონ:

„იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინ-საიტზე, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის; ისევე, როგორც მათ შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი, როგორიც მათ მოესურვებათ, ოღონდ იმ დიზაინის და იმ მოცემულობის, რომლითაც ფორმა არის დადგენილი და შეაკერინონ შვილებისთვის ეს ფორმა. აქ შეზღუდვა არ არის“, - განაცხადა მიქანაძემ.

II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს განხორციელდება.

 

ფასები და სტანდარტები

გივი მიქანაძის ბრძანებით არის დადგენილი სასკოლო ფორმის გასაყიდი ფიქსირებული ფასი და მისი განსხვავებული ფასით რეალიზაცია დაუშვებელია:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი
  • სასკოლო ქვედაკაბა (მოკლე/გრძელი): 25 ლარი

 

ვის გადაეცემა სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ

სახელმწიფო სკოლის დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) იმ მოსწავლეებს, რომლებიც მიეკუთვნებიან შეჭირვებულ ან განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ მყოფ კატეგორიებს, ფორმები უფასოდ გადაეცემათ. ბენეფიციართა სიაში შედიან:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
  • მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები;
  • მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული ბავშვები;
  • მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების სერვისით მოსარგებლეები;
  • თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებული ბავშვები;
  • 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში ჩამოსული და საჯარო სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეები.

უფასო კომპლექტი მოიცავს: ბიჭისთვის - 1 პიჯაკსა და 2 შარვალს; გოგოსთვის - 1 პიჯაკს, 1 შარვალსა და 1 ქვედაკაბას.

განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ფორმების შესაძენად ხელშეკრულება შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“ გააფორმა. სამკერვალო ჩინეთში მდებარეობს. ჯამში შეკვეთილია 1 801 000 ფორმა, რომელთა საერთო ღირებულებაც 45 658 840 ლარია.

 

ანგარიშსწორების წესები და დაბრუნების პირობები

ფორმების რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. თითოეულ პუნქტში განთავსებულია საბანკო გადახდის ტერმინალი. ტერმინალის არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით (შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ სახაზინო კოდზე) საგადახდო დავალების პუნქტში წარდგენით.

მშობელს უფლება აქვს, სასკოლო ფორმა დააბრუნოს ან გადაცვალოს მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, თუ აღმოჩნდება ქარხნული წუნი ან ზომის შეუსაბამობა. ზომის გამო შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ერთჯერადად. ტანსაცმელს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს პირვანდელი სახე, ეტიკეტი, არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი და იყოს დაუზიანებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ უფლებამოსილია, უარი თქვას მის დაბრუნებაზე ან გადაცვლაზე.

 

სამუშაო საათები და სარეალიზაციო პუნქტების მისამართები

ფორმების შეძენა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს (ორშაბათიდან კვირის ჩათვლით), დილის 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

თბილისი

  • გლდანი-ნაძალადევი:
    • სსიპ ქ. თბილისის N79 საჯარო სკოლა - ანგია ბოჭორიშვილის ქ. N35
    • სსიპ ქ. თბილისის N118 საჯარო სკოლა - ლიბანის ქ. N22
    • სსიპ ქ. თბილისის N175 საჯარო სკოლა - მუხიანის მე-3 მ/რ
    • სსიპ ქ. თბილისის N138 საჯარო სკოლა - ლევან ჭოჭუას ქ. N36
  • დიდუბე-ჩუღურეთი:
    • სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქ. თბილისის N22 საჯარო სკოლა - ალიო მირცხულავას ქ. N4
  • ვაკე-საბურთალო:
    • სსიპ ქ. თბილისის N55 საჯარო სკოლა - ი. ჭავჭავაძის გამზ. N38
    • სსიპ ქ. თბილისის N126 საჯარო სკოლა - ვაჟა-ფშაველას გამზ. N71
    • სსიპ ქ. თბილისის N186 საჯარო სკოლა - დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის გამზირი 8ბ
  • ისანი-სამგორი:
    • სსიპ ქ. თბილისის №117 საჯარო სკოლა - თრიალეთის ქ. N7
    • სსიპ ქ. თბილისის №127 საჯარო სკოლა - რუსთავის გზატკეცილი N18
    • სსიპ აკაკი შანიძის სახ. ქ. თბილისის №176 საჯარო სკოლა - ვარკეთილის მე-4 მ/რ მე-2 რიგი N1
    • სსიპ გოგიტა კიკნაძის სახ. ქ. თბილისის №182 საჯარო სკოლა - ვარკეთილი, ზ/პ, მე-2 მ/რ
  • ძველი თბილისი:
    • სსიპ გურამ რამიშვილის სახ. ქ. თბილისის N20 საჯარო სკოლა - ბროსეს N8 / ჯამბულის N5
    • სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახ. ქ. თბილისის N51 საჯარო სკოლა - პ. მელიქიშვილის ქ. N2
    • მუნიციპალიტეტის შენობა (რესურსცენტრის მიმდებარედ) - კიევის ქ. N2

აჭარა

  • ბათუმი:
    • სსიპ ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლა - გრიბოედოვის ქ. N35
    • სსიპ ქ. ბათუმის N20 საჯარო სკოლა - მელიქიშვილის ქ. N125
    • სსიპ ქ. ბათუმის N5 საჯარო სკოლა - მაიაკოვსკის ქ. N56
  • ქობულეთი: სსიპ ილია ჭავჭავაძის სახ. ქ. ქობულეთის N2 საჯარო სკოლა - რუსთაველის ქ. N136
  • ხელვაჩაური: სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა - სოფელი ხელვაჩაური

გურია

  • ლანჩხუთი: სსიპ ქ. ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა - ჟორდანიას ქ. N123
  • ოზურგეთი: სსიპ ქ. ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა - ე. ნინოშვილის ქ. N7
  • ჩოხატაური: საგანმანათლებლო რესურსცენტრი - წერეთლის ქ. N2

იმერეთი

  • ქუთაისი:
    • სსიპ ქ. ქუთაისის N9 საჯარო სკოლა - თამარ მეფის ქ. №51
    • სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახ. ქ. ქუთაისის N32 საჯარო სკოლა - ავტომშენებლის ქ. N22
  • ბაღდათი: სსიპ ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლა - კახიანის ქ. N39
  • ვანი: სსიპ ქ. ვანის N1 საჯარო სკოლა - სოლომონ II ქ. №11
  • ზესტაფონი: სსიპ ქ. ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა - წერეთლის ქ. N4
  • თერჯოლა: სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლა - სოფელი ქვედა სიმონეთი
  • სამტრედია: სსიპ ქ. სამტრედიის N1 საჯარო სკოლა - 9 აპრილის ქ. N79
  • საჩხერე: სსიპ შოთა რუსთაველის სახ. ქ. საჩხერის #3 საჯარო სკოლა - ვიქტორ ნოზაძის ქ. N19
  • ტყიბული: სსიპ ქ. ტყიბულის N7 საჯარო სკოლა - ბრეგვაძის ქ. №14
  • ჭიათურა: სსიპ ქ. ჭიათურის N4 საჯარო სკოლა - ნიკოპოლის ქ. №14
  • ხონი: სსიპ აკაკი ჩხენკელის სახ. ქ. ხონის N2 საჯარო სკოლა - სოლომონ მეორის ქ. N4

კახეთი

  • თელავი: სსიპ ქ. თელავის N7 საჯარო სკოლა - ალაზნის გამზირი N22
  • ახმეტა: სსიპ ქ. ახმეტის N2 საჯარო სკოლა - ყაზბეგის ქ. N35
  • გურჯაანი: სსიპ ქ. გურჯაანის N3 საჯარო სკოლა - ექვთიმე თაყაიშვილის ქ. N15
  • დედოფლისწყარო: სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა - სოფელი სამრეკლო
  • ლაგოდეხი: სსიპ ილია ჭავჭავაძის სახ. ქ. ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა - რუსთაველის ქ. N1
  • საგარეჯო: სსიპ ქ. საგარეჯოს N2 საჯარო სკოლა - აღმაშენებლის ქ. N19
  • სიღნაღი: სოფელ საქობოს საჯარო სკოლა - სოფ. საქობო, უნივერსიტეტის ქ. 70
  • ყვარელი: სსიპ ქ. ყვარლის N2 საჯარო სკოლა - მარჯანიშვილის ქ. N29

მცხეთა-მთიანეთი

  • მცხეთა: სოფელ წილკნის საჯარო სკოლა - სოფელი წილკანი, წილკნელის ქ.
  • დუშეთი: სსიპ ქ. დუშეთის N2 საჯარო სკოლა - დავით აღმაშენებლის ქ. N96
  • თიანეთი: სსიპ მირზა გელოვანის სახ. დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა - რუსთაველის ქ. N59
  • ყაზბეგი: ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი - ალ. ყაზბეგის ქ. N50

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

  • ამბროლაური: სსიპ ქ. ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა - კობახიძის ქ. N9
  • ცაგერი: ცაგერის სპორტის სასახლე - ასათიანის ქ. N6

სამეგრელო-ზემო სვანეთი

  • ზუგდიდი: სსიპ ქ. ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა - ცოტნე დადიანის ქ. N8
  • აბაშა: ნოღოხაშის საჯარო სკოლა - შუბლაძის ქ. N23
  • მარტვილი: სსიპ ქ. მარტვილის N1 საჯარო სკოლა - მშვიდობის ქ. №11
  • მესტია: სსიპ მიხეილ ხერგიანის სახ. დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა - დავით აღმაშენებლის ქ. N25
  • სენაკი: სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი - ცოტნე დადიანის ქ. N7
  • ფოთი: სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახ. ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლა - ნინო ჟვანიას ქ. N9
  • ჩხოროწყუ: სსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახ. ქ. ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლა - გობეჩიას ქ. №3
  • წალენჯიხა: წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი - სალიას ქ. N3

სამცხე-ჯავახეთი

  • ახალქალაქი: სსიპ ქ. ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა - აღმაშენებლის ქ. N3
  • ადიგენი: სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა - სოფელი ბოლაჯური
  • ასპინძა: დაბა ასპინძის საჯარო სკოლა - რუსთაველის ქ. N7
  • ახალციხე: სსიპ ქ. ახალციხის N5 საჯარო სკოლა - ფარნავაზ მეფის ქ. N6
  • ბორჯომი: სავაჭრო ობიექტი - მესხეთის ქ. N6
  • ნინოწმინდა: სსიპ ქ. ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა - ჰოვსეფიანის ქ. N16

ქვემო ქართლი

  • რუსთავი:
    • სსიპ ქ. რუსთავის N7 საჯარო სკოლა - მაჩაბლის ქ. N3
    • სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლა - მელიქიშვილის ქ. N7
  • ბოლნისი: სსიპ ქ. ბოლნისის N3 საჯარო სკოლა - აღმაშენებლის ქ. N13
  • გარდაბანი: სსიპ ლევან დევდარიანის სახ. ქ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლა - აღმაშენებლის ქ. N24
  • დმანისი: სსიპ ქ. დმანისის N2 საჯარო სკოლა - გოგებაშვილის ქ. N18
  • თეთრიწყარო: სსიპ ქ. თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლა - დიდგორის ქ. N8
  • მარნეული:
    • სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა - სოფელი ჯანდარა
    • სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა - სოფელი შულავერი
  • წალკა: სსიპ ქ. წალკის N1 საჯარო სკოლა - ჭელიძის ქ. N53

შიდა ქართლი

  • გორი: სსიპ ქ. გორის N12 საჯარო სკოლა - ნინოშვილის ქ. N54
  • კასპი: ყოფილი საჯარო რეესტრის შენობა - აღმაშენებლის გამზ. N20
  • ქარელი: სსიპ ქ. ქარელის N1 საჯარო სკოლა - 26 მაისის ქ. N1
  • ხაშური: სსიპ ქ. ხაშურის N1 საჯარო სკოლა - ტაბიძის ქ. N22

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.