გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მოზარდი გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში დაიღუპა, სისტემატური სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, - აცხადებს პროკურატურა.
პოლიციამ ბრალდებული 13 ივნისს დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით წარედგინა, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას (გენდერის ნიშნით) და სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულს 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გამოძიება 30 დანაშაულზე დაიწყო, საიდანაც 21 გაიხსნა. მთელი 2022 წლის განმავლობაში 155 ასეთი დანაშაული დარეგისტრირდა. გახსნის პროცენტული მაჩვენებელი 56.77% იყო.
ამ თემაზე:
სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი მოსწავლეზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს
