ამერიკის შეერთებული შტატების სენატის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა წევრებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 6 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი (დემოკრატი), კომიტეტის უფროსი წევრი ჯინ შაჰინი (დემოკრატი), უმცირესობის ლიდერი ჯიმ რიში (რესპუბლიკელი), ასევე სენატორები - კრის კუნსი (დემოკრატი), ლინდსი გრეჰემი (რესპუბლიკელი) და დიკ დურბინი (დემოკრატი) აცხადებენ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება.
„ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რათა გადაგვეცა ჩვენი ორპარტიული მხარდაჭერა მისი ხელმძღვანელობის მიმართ და გამოგვეხატა სერიოზული შეშფოთება ძალადობრივი და სასტიკი პასუხის გამო მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებზე, რაც ქვეყანაში ევროკავშირითან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა
არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უგულებელყოფს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას, ჰქონდეთ მომავალი ევროკავშირში, ქართველი ხალხი დღეების მანძილზე იყენებს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.
საქართველოს მოსახლეობას აქვს ძლიერი, ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა. ეს უნდა იყოს შეხსენება „ქართულ ოცნებისთვის“, რომ აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება უახლოეს თვეებში.
ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებას მისი განზრახვის შესახებ, გამოიყენოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრასა და ხალხის წინააღმდეგ ძალადობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯები გადაიდგმება ამ პროცესის დასაჩქარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
სენატორები აღნიშნავენ, რომ მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება საქართველოს მომავლისთვის და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს თავისი 32 წლიანი ტრადიცია მყიფე, მაგრამ უდრეკი დემოკრატიის მხარდასაჭერად.
