„ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოეთხარა მასობრივი დარღვევებით, მათ შორის, დაშინებით, ძალადობითა და ხმების ყიდვით“, - საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„გასულ შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე წავიდა, რათა გამოეყენებინათ საკუთარი დემოკრატიული უფლება, აირჩიონ ახალი მთავრობა. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, რაც მათ მიიღეს იყო ფარსი.
სამწუხაროდ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, სჯერა, რომ რუსეთთან და მის ავტორიტარულ ღერძთან ერთად, შეუძლია დაელოდოს შეერთებული შტატების და საქართველოს დემოკრატიული მოკავშირეების ქმედებების გადავლას“, - ამბობს სენატრი.
მისი შეფასებით, არჩევნების გაყალბება დარტყმაა არა მხოლოდ საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, არამედ, თუ ასე დარჩება, ქვეყნის ხანგრძლივი ევროატლანტიკური მისწრაფებების დასასრულიც იქნება და შესაძლოა მისი სუვერენიტეტისაც კი.
„ამ საარჩევნო გაყალბებასა და მის არალეგიტიმურ შედეგებს მკაფიოდ და გადაწყვეტით უნდა დავუპირისპირდეთ. მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას არადემოკრატიული საშუალებებითა და ძალადობრივი ავტორიტარების მეურვეობით ეჭიდება, ისინი მოიმკიან იმ უპატივცემულობასა და იზოლაციას, რომელსაც ისინი სავსებით იმსახურებენ“, - აცხადებს უიკერი.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევენ, რომ ეს შედეგი „ტოტალურად გაყალბებულია“.
ამ თემაზე:
თავისუფლი და სამართლიანი არჩევნების იმედი გვქონდა, სრულიად სხვა რამ ვიხილეთ - სენატორები
