ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ საქართველო „რესპუბლიკისთვის“ კვლავ მთავარი საფრთხეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
- 6 „ქართულმა ოცნებამ“, 224 ხმით, საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
„მიუხედავად იმისა, რომ მათმა იმედებმა, სამხედრო გზით შეერთებინათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, კრახი განიცადა, საქართველო კვლავ მთავარი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების გათვალისწინებით, უმთავრეს ამოცანად, როგორც ადრე იყო, რჩება უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა“, - რუსული მედიის ინფორმაციით, სერგეი შამბამ ამის შესახებ მრგვალი მაგიდის (სახელწოდებით „აფხაზეთი უსაფრთხო და სტაბილური განვითარების პერსპექტივის ძიებაში“) დროს განაცხადა.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2020 წლიდან აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო ბიუჯეტი გაორმაგდა და „ქვეყნის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს შეიარაღებული ძალების განვითარებას“.
„2020-დან 2024 წლამდე მიმდინარეობდა ორგანიზაციული საშტატო სტრუქტურის გაუმჯობესება, შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობის თანმიმდევრული ზრდა, რაც მიმართულია საბრძოლო მოქმედებების ჩატარების ახალი მეთოდების დანერგვისკენ, შეიარაღებული დაპირისპირების თანამედროვე პირობებთან ჯარის ადაპტირებისა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალის გაზრდისკენ“, - აღნიშნა მან.
სერგეი შამბამ ასევე განაცხადა, რომ ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა სამხედრო სამეთაურო ორგანოების მომზადების ინტენსივობა, რაც მიზნად ისახავს ჯარების შესაძლებლობების გაზრდას და რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ხორციელდება.
„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულია ზომები, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დაცვას უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებისგან. ეს და სხვა მრავალი ღონისძიება, რომელიც გამყარებულია რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი სამხედრო-სტრატეგიული კავშირით, გვაძლევს რწმენას ჩვენს შესაძლებლობაში, მოვიგერიოთ საქართველოს მხირდან შესაძლო აგრესია“, - თქვა სერგეი შამბამ.