ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტებისგან, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში რეგისტრაციის გავლას ითხოვენ. შამბას თქმით, რუსეთის მხრიდან ეს მოთხოვნა ახლა გაჩნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
„ახლა ყველა სტუდენტს, ჩემი შვილიშვილიც იქ სწავლობს, სთავაზობენ სამხედრო აღრიცხვაზე დადგომას. ეს ყოველთვის იყო - ისინი აბარებენ როგორც უცხოეთის მოქალაქეები და ამსთან ერთად, რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ - უბრალოდ რაღაც პერიოდის განმავლობაში ამას ლოიალურად უდგებოდნენ, თვალს ხუჭავდნენ და არ მოითხოვდნენ. ახლა ამას ითხოვენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ დაუყოვნებლივ გაიწვევენ ჯარში, მაგრამ სწავლის დამთავრების შემდეგ, თუ ამ დროისთვის კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ არ ამოქმედდება, რუსეთში დარჩენის შემთხვევაში შეიძლება ჯარში გაიწვიონ“, - განაცხადა სერგეი შამბამ.
როგორც მან აღნიშნა, ერთი მხრივ, ეს ახარებს კიდეც, რადგან აფხაზი სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებიან. „მართალია აქ არც სამსახურია, არც არაფერი, მაგრამ იქაც არ იყიალებენ“, - თქვა შამბამ.
2022 წელს დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმებას. დოკუმენტის მიხედვით, პირები, რომლებიც ორივე მხარის მოქალაქეები არიან, სამხედრო სამსახურს გადიან იქ, სადაც მუდმივად ცხოვრობენ სამხედრო გაწვევის დროს.
როგორც შამბამ თქვა, საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება, რადგან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამატებითი განკარგულებაა საჭირო.
