9 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიიდან მეშვიდე დღეს, მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი ცხედარი მოზარდისაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„დილის შემდეგ შეიცვალა სტატისტიკა. დღეს ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. არ მინდა, რომ რაღაც ისეთი ინფორმაციის გაჟღერება მომიწიოს, რომ შემდეგ არ დადასტურდეს - ეს არის ერთი მოზარდი და ერთი მდედრობითი სქესის, თუმცა ჯერ კიდევ არ მინდა ვთქვა. არცერთი არ არის ამოცნობილი“, - უთხრა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.
სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. მაშველები 12 ადამიანს ეძებენ. მღებრიშვილის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოები 9 ადგილას მიმდინარეობს.
„წინ წავიწიეთ და ძალიან დიდი ტერიტორია გვაქვს გადამოწმებული. მონიტორინგს ვახორციელებთ მდინარის კალაპორტში, 25-კილომეტრიან პერიმეტრზე, ჩვენი ინტერესის საგანი მხოლოდ ეპიცენტრი არ არის, ზოგიერთ კომპონენტში იმდენად არალოგიკური საკითხები გამოიკვეთა, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მაგალითად, მანქანის ჩამოტანა დაახლოებით 4 კილომეტრში ეპიცენტრიდან, ასევე, ერთ-ერთი ცხედრის 2 კილომეტრით ჩამოატან ეპიცენტრიდან და მსგავსი რაღაცები“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის არიან 18 წლის სამირა ისაევა, 25 წლის დავით ბერიაშვილი, 7 წლის ლუკა დუდაშვილი, 25 წლის მეგი გუტაშვილი, 18 წლის გიგი გუტაშვილი, 49 წლის შორენა ბიჭაშვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე, ასევე, გენადი სულთანიშვილი, გიორგი ყარალაშვილი, ნინო კენჭაძე, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა.
რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 210 ადამიანი გამოიყვანეს.
