შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებისას, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. 15 აგვისტოს მდგომარეობით, ღვარცოფს 26 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმებულია მიწის მასის 90%. სამძებრო სამუშაოებში, რომელიც როგორც ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში მიმდინარეობს, ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან.
